რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მომავლშიც გააგრძელებს – პუტინი ხაჯიმბას ულოცავს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რაულ ხაჯიმბას ე.წ რესპუბლიკის “დამოუკიდებლობა”მიულოცა და აღნიშნა, რომ “რუსეთი აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას გააგრძელებს”.
ამის შესახებ პუტინის წერილშია ნათქვამი, რომელიც კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა.
გარდა ამისა, პუტინი აცხადებს, რომ “ორ ქვეყანას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ურთიერთობა დინამიურად ვითარდება”.