მიხეილ სააკაშვილი: მთლად არ მინდა დავით აღმაშენებელს შევედარო, მაგრამ დავწვები და ახალგაზრდებმა გადაიარონ ჩემზე
მთლად არ მინდა დავით აღმაშენებელს შევედარო, მაგრამ დავწვები და გადაიარონ ჩემზე, მე ვიქნები ხიდი – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკოსების ახალი თაობა ყველას ადგილს მიუჩენენ.
„ყველას თავის ღირსეულ ადგილს მიუჩენს პოლიტიკოსების ახალი თაობა, ისინი იქნებიან ვარსკვლავები. ეს ვარსკვლავები უკვე არსებობენ. თვალები უნდა გავახილოთ და დავინახავთ, რომ ესენი არიან. ჩვენზე უკეთესადაც ლაპარაკობენ, აზროვნებენ.
მე ნათქვამი მაქვს, რომ ვიქნები, ახლა მთლად არ მინდა, დავით აღმაშენებელს შევედარო, რადგან იქ დავდე ფიცი, მაგრამ იქ ხომ ის არის, რომ გავწვები და ახალგაზრდებმა გადაიარონ ჩემზე, მე ვიქნები ხიდი“,- განაცხადა სააკაშვილმა.