მიხეილ სააკაშვილი: უახლოეს თვეებში მე ვაპირებ საქართველოში ჩამოვიდე

უახლოეს თვეებში ვაპირებ ჩამოვიდე საქართველოში. მე ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებ საქართველოში ივანიშვილის მმართველობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში მას დააპატიმრებენ თუ არა, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

„ეს ხალხის გადასაწყვეტია. ივანიშვილს მისცემს თუ არა ამის საშუალებას. მე ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებ საქართველოში ივანიშვილის მმართველობას. გავწიოთ გვერდზე პოლიტიკოსები. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ვარ ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელი. მე ვარ პატრიოტი.

არ შემშინებია უკრაინაში ჩამოსვლის და არ შემეშინდება საქართველოში ჩემს ხალხთან ჩამოსვლის. ახლა ისინი დგანან ჩვენს შიშებზე და საერთოდ ვერ გაუწევენ წინააღდმეგობას ქართველ ხალხს“ – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, უკრაინაში თავს კარგად გრძნობს, თუმცა საქართველოში ჩამოსვლას აპირებს, რადგან შეაჩეროს დანგრევის და განადგურების პროცესი.

„უახლოეს თვეებში მე ვაპირებ ჩამოვიდე საქართველოში. არაფერი საიდუმლო არ არის. მართალია, უკრაინაში კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ როცა სამშობლოს კარგავ… ახლა ოდესაში ვიმყოფები და ყოველ მეორე ადამიანს, რომელსაც ქუჩაში ვხვდები მეხვეწებიან მერობაზე. მე აქ გამოკითხვებში ვლიდერობ, ხალხი მეხვეწება, მთავაზობს, მაგრამ ეს არის ერთი თემა. საქართველოში ვიდრე არ აღვადგენთ ქართულ სახელმწიფოებრიობას, სანამ არ გავაჩერებთ საქართველოს დანგრევის და განადგურების პროცესს, რა თქმა უნდა, ამაში მე ვიღებ მონაწილეობას, უახლოეს თვეებში ვაპირებ ჩამოსვლას საქართველოში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები