ვალერი ჩეჩელაშვილი: სიმართლე ჩვენს მხარესაა და სავსებით ლოგიკურია, რომ ორმხრივი ფორმატის ურთიერთობებში სიმართლის მიტანა გვინდა
“ჩვენ გვყავს ერთი პრობლემური მეზობელი, ოკუპანტი,რომელსაც დაპყრობილი აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%. ამ კონფლიქტში სამართლიანობა, სიმართლე, საერთაშორისო სამართალის აღიარებული პრინციპები და ნორმები არის ჩვენს მხარეს, ამიტომ სავსებით ლოგიკურია, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი სიმართლის მიტანა ორმხრივი ფორმატის ურთიერთობებში”,- ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.
მკვლევარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა ქართული მხარის ინიციატივით შედგა.
”ლავროვის განცხადება დადასტურებული არ არის ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან – რომ ჩვენი მოთხოვნით შედგა ეს შეხვედრა, მაგრამ ასეც რომ იყოს, მე ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ჩვენ გვყავს ერთი პრობლემური მეზობელი, ოკუპანტი,რომელსაც დაპყრობილი აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%. ამ კონფლიქტში სამართლიანობა,სიმართლე, საერთაშორისო სამართალის აღიარებული პრინციპები და ნორმები არის ჩვენს მხარეს,ამიტომ სავსებით ლოგიკურია, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი სიმართლის მიტანა ორმხრივი ფორმატის ურთიერთობებში”,- განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.