საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურიდან აცნობეს, დოკუმენტს ხელი გაეროს გენერალური ასაბლეის 74-ე სესიის ფარგლებში მიაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლა დიმიტროვმა.
როგორც მხარეებმა ხელმოწერის ცერემონიისას აღნიშნეს, მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორი უწყების მჭიდრო თანამშრომლობას, რაც თავის მხრივ მოემსახურება ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩრდილოთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობა მიმდინარე წელს დამყარდა.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მაღალ პოტენციალს და გამოთქვეს მზადყოფნა რომ აქტიურად იმუშაონ ამ მიმართულებით. განსაკუთრებით მაღალია ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის მიმართულებით ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები.