ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია გაიმართა

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია გაიმართა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ბიზნესით დაინტერესებულ პირებს სარეგისტრაციო პროცედურებსა და გამარტივებული ელექტრონულ სერვისების მოხმარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობები გადაეცათ, რომლითაც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი.
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, განცხადების წარდგენა ახალი სუბიექტის რეგისტრაციასთან, ცვლილებების რეგისტრაციასთან, რეორგანიზციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ელექტრონულადაა შესაძლებელი.
ინოვაციური სერვისია დანერგილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვისაც. ამ ფორმით რეგისტრირებული კომპანიების პარტნიორებს ასევე ელექტრონულად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ პარტნიორთა კრებების მოწვევა/ჩატარება და გადაწყვეტილებების მიღება.
ბიზნესით დაინტერესებული პირებისთვის სამეწარმეო რეესტრის ყველა სერვისი ონლაინ არის ხელმისაწვდომი. სარგებლობისთვის საჭიროა მხოლოდ ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერი და პორტალ my.gov.ge-ზე რეგისტრაცია.
​ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების ციკლი GIZ – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება. სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული სერვისების გაცნობის მიზნით, მორიგ შეხვედრებს საჯარო რეესტრი გორში, ახალციხეში, ქუთაისსა და თელავში ჩაატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები