“უმრავლესობის წევრებს თუ იოტისოდენა საღი აზრი შერჩენიათ, გუშინდელ ინციდენტს ეკა ბესელიასთან მიმართებაში არანაირი სამართლებრივი გაგრძელება არ უნდა ჰქონდეს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს თუ იოტისოდენა საღი აზრი შერჩენიათ, იურიდიულ კომიტეტში გუშინ მომხდარ ინციდენტს ეკა ბესელიასთან მიმართებაში არანაირი სამართლებრივი გაგრძელება არ უნდა ქონდეს, – ამის შესახებ დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
„თუ ვთქვათ, „ქართული ოცნება“ წავა სიღრმეებში და აიტაცებს გუშინდელი ორი კოლეგის აზრს, რომ ბესელიამ უნდა დათმოს მანდატი, ამისთვის ირინა ფრუიძის ეთიკის კომისია უნდა იყოს მექანიზმად გამოყენებული. თუ ვინმეს უნდა, საკუთარი ხელით „თავი მოიჭრას“, კი ბატონო, მოიჭრან თავი და შერცხვნენ საზოგადოების წინაშე“, – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების თანახმად, ეკა ბესელიას საქციელს სამართლებრივი გაგრძელება უნდა მოჰყვეს. დავით მათიკაშვილის თქმით კი, ბესელიამ დეპუტატის მანდატი უნდა დატოვოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები