ბურჯანაძე რუსეთთან დიალოგზე: სანამ, უცხოელებმა არ უთხრეს, რომ მოლაპარაკება აუცილებელია, მანამ ვერ უნდა მიმხვდარიყო ვითომ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება?

ნინო ბურჯანაძე – “როცა ვსაუბრობდი რუსეთ -საქართველოს მოლაპარაკებების აუცილებლობაზე, ვიცოდი ამერიკის, ეუთო-ს და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერის შესახებ”

ცხრა წელია, ვამბობ, რომ აუცილებელია შეხვედრა, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ცხრა წლის განმავლობაში, ქვეყანა უფრო შევიდა ჩიხში.

„სანამ საქართველოს ვითომ დამოუკიდებელ ხელისუფლებას უცხოელებმა არ უთხრეს პირდაპირ, გახსნილად, რომ მოლაპარაკება აუცილებელიაო, მანამ ვერ უნდა მიმხვდარიყო დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება? რამდენი წელი დავკარგეთ. რატომ არავინ ეკითხებოდა არც ხელისუფლება და არც ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ამ ადამიანებს, ქალბატონებს, რომლებიც ახლა გმირთა მემორიალთან დგანან და, რომელთა ოჯახის წევრების გვარებია აქ გამოსახული. თითოეული მათგანი ითხოვს და ითხოვდა მთელი ამ წლების განმავლობაში მოლაპარაკებას, დალაპარაკებას რუსეთთან, რუსეთის ხელისუფლებასთან. არ რცხვენია ახლა იმ ხალხს ერთხმად რომ აჭიკჭიკდნენ, თურმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, არ რცხვენია იმ ხალხს ბურჯანაძეს რომ მოღალატეს ეძახდნენ ამის გამო, ვყოფილვარ მართალი? სანამ დანარჩენმა მსოფლიომ არ გითხრათ, რომ გონება გაქვთ დაბინდული და უნდა ელაპარაკო მას, ვისაც შეუძლია შენი პრობლემის მოგვარება და ვისთანაც პრობლემა გაქვსო, მანამ ჩემი ნათქვამი არავინ გაიგონა. ასე აღშფოთებული არ ვილაპარაკებდი ცხრა წელი რომ არ იყოს დაკარგული. ამ ცხრა წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო შევედით ჩიხში უტვინო სიჯიუტის გამო, რომელი სიჯიუტის გამოც, არ ველაპარაკებოდით და არ ვმართავდით წინასწარ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა.

მისივე განმარტებით, შეხვედრის შედეგიანობა ქართული მხარის სიძლიერეზეა დამოკიდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები