კრემლში საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხს გამოეხმაურნენ

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეჩერებული და არა სამუდამოდ იყო გაუქმებული.

მისი თქმით, თავის დროზე შეიქმნება ავიამიმოსვლის განახლებისთვის საჭირო პირობა.
„ავიამიმოსმოვლა შეჩერებული და არა სამუდამოდ იყო გაუქმებული. ამიტომაც, თავის დროზე, ვიმედოვნებთ, რომ ავიამიმოსვლის განახლებისთვის საჭირო პირობა შეიქმნება“, – აღნიშნა პესკოვმა.
25 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „ავიამომისვლას მე პირადად განვაახლებდი. ვფიქრობ ეს სწორიც იქნება, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გააცნობიერა იმ გამოხტომის კონტრპროდუქტიულობა, რაც საქართველოს პარლამენტში მოხდა“.

26 სექტემბერს კი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და მისი რუსი კოლეგის სერგეი ლავროვს შეხვედრა გაიმართა.

როგორც ზალკალიანმა განცხადა, რუს კოლეგასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები