ირაკლი მეზურნიშვილი: რევანშისტების საყურადღებოდ – ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული იყო

“რევანშისტების საყურადღებოდ – ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული იყო”, – ამის შესახებ კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ხელი შეუწყოს დეესკალაციას.
“სკეპტიკოსების, ჩასაფრებულების და რევანშისტების საყურადღებოდ. ცხადია, ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრა შეთანხმებული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან. მეტიც, ის მათი ორგანიზებით გაიმართა. ეს ნათლად გამოჩნდა ჩვენი დასავლელი მეგობრების გამოხმაურებებშიც, იქნება ეს – აშშ-ს საელჩოს განცხადება, გაეროს გენ.მდივნის გამოხმაურება, ეუთოს თავმჯდომარის შეფასება. ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ ოკუპირებული რეგიონებისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ხელი შევუწყოთ ვითარების დეესკალაციას და გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა. დღესაც და მომავალშიც ვრჩებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე”,-წერს ირაკლი მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები