პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის თქმით, რაც გუშინ საზოგადოებამ პარლამენტში იხილა, მიუღებელი და დასაგმობია. მისი შეფასებით, საკანონმდებლო ორგანოში ნებისმიერი მიზეზით მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება ყოველგვარ სტანდარტებს სცდება.
“ეკა ბესელია უკვე თავად გაიბლანდა თავის ტყუილებში. მისი გუშინდელი განცხადება იმის დასტურია, რომ ბესელიას ერთადერთი მიზანი სასამართლოსთან მიმართებაში, საკუთარი არაფორმალური გავლენების დამყარება იყო.
რაც არ უნდა იყოს დაპირისპირების მიზეზი, ფიზიკური შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყოველგვარ სტანდარტს ცდება. რაც შეეხება ბესელიას პოზიციებს სასამართლოზე, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეკა ბესელია უკვე თავად გაიბლანდა თავის ტყუილებში. მისი გუშინდელი განცხადება იმის დასტურია, რომ ბესელიას ერთადერთი მიზანი სასამართლოსთან მიმართებაში, საკუთარი არაფორმალური გავლენების დამყარება იყო.
ამას რომ ვერ მიაღწია, იმიტომ არის გამწარებული ეკა ბესელია და სწორედ ამიტომ ხდება დღითი დღე მისი ქმედებები უფრო არაადეკვატური, ხოლო მისი განცხადებები – უფრო და უფრო აბსურდული. შესაბამისად, სერიოზული კომენტარის გაკეთებას და დეტალებში შესვლას ამ საკითხზე მომავალში აღარ ვაპირებ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.