სტამბოლში მიწისძვრის შედეგად 34 ადამიანი დაშავდა, 473 შენობა დაზიანდა

სტამბოლში 26 სექტემბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად 473 შენობა დაზიანდა და 34 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ მედიას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, დაშავებულთაგან 10 მკურნალობას განაგრძობს, 24 კლინიკიდან უკვე გაწერეს.

თურქეთში 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ 188 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა, მათგან ყველაზე ძლიერი 4,1 მაგნიტუდის იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები