გიგა ბოკერია: მაგრად მივქარეთ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო არ შევქმენით, ისეთი როგორიც საჭირო იყო
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას თქმით, მათი ხელისუფლების მთავარი შეცდომა იყო, რომ დამოუკიდებელი სასამართლო არ შექმნეს.
როგორც მან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მამუკა ვასაძეს უსმენენ, მოსამართლისთვის ვინ იქნება ხელისუფლებაში მაგას კი არა, კანონს უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა.
„თქვენთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ანრი ოხანაშვილი ხელისუფლებაშია, თუ ოპოზიციაში, მე ხელისუფლებაში ვარ, თუ ოპოზიციაში, ამის მიხედვით კი არ უნდა წყვეტდეთ საქმეებს, უნდა წყვეტდეთ კანონის მიხედვით. თქვენ და თქვენნაირები, მათ შორის, თქვენი უფროსი ფარცხალაძე, იყო ჩვენ დროს ხელისუფლებაში. მაგრად მივქარეთ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო არ შევქმენით, ისეთი როგორიც საჭირო იყო, თუმცა დღევანდელისგან განსხვავებით სერიოზული ამოცანები გვქონდა, რაც არ ამართლებს ამ შეცდომას, მერე გადალაგდით აქ ამათთან. ხვალ გაქვთ იმედი, რომ იგივე მოხდება. მე გპირდებით, რომ იგივე არ მოხდება. კოლეგებს მინდა ვუთხრა, მოემზადეთ ოპოზიციაში სამყოფად და პრაგმატულად შეხედეთ ამ საკითხს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ