საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი რამაზ (ბუბა) ხოტივარი გახდა

საქართველოს კინოაკადემიის განმეორებითმა რიგგარეშე ყრილობამ, უპრეცედენტოდ მაღალი კვორუმით, კინოაკადემიის ახალი პრეზიდენტი აირჩია.
საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად კენჭს იყრიდა ორი კანდიდატი – რამაზ (ბუბა) ხოტივარი და სოსო ჯაჭვლიანი. ხმები ასე გადანაწილდა – 106 ხმა მიიღო რამაზ (ბუბა) ხოტივარმა, ხოლო 63 ხმა  – სოსო ჯაჭვლიანმა.
კენჭისყრის შედეგად, ხმათა უპირატესობით (43 ხმა) საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტად, 5 წლის ვადით, არჩეული იქნა რამაზ (ბუბა) ხოტივარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები