გაეროს გენერალური მდივანი ლავროვის და ზალკალიანის შეხვედრას მიესალმება

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვედრას მიესალმება.
გუტიერეშის განცხადება, გაეროს პრესამსახურმა გაავრცელა.
„გენერალური მდივანი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მიესალმება, რომელიც 26 სექტემბერს, შვეიცარიული მხარის შუამავლობით გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა.
გენერალური მდივანი შვეიცარიას მაღალ შეფასებას აძლევს, რომელმაც კეთილი როლი შეასრულა ამ ინიციატივაში. გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ შეხვედრა საერთო მშვიდობას და რეგიონში უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია განცხადებაში.
დავით ზალკალიანის და სერგეი ლავროვის შეხვედრა 26 სექტემბერს ნუი-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები