სოფიო ქაცარავა: საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც მოქალაქეების ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

“საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ჩვენი ამოცანაა, ესკალაციის ფონზე გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მივიღოთ ის შედეგები, რაც ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი”,-ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა გვჭირდებოდა.
“აქედან გამომდინარე, საინტერესოდ იქნა მიჩნეული შვეიცარიის მხრიდან შემოთავაზება, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსულ მხარესთან შეხვედრის შესახებ. ჩვენ არ ვაჩენთ მაღალ მოლოდინებს.
​როგორც ვამბობდით, ჩვენ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში გვჭირდებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და ამ ნაბიჯშიც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გვიდგას მხარში. ზუსტად ამგვარი მოქმედებების შედეგია შეხვედრა, რომელიც შედგა. ჩვენი ხელისუფლება პასუხისმგებლიანი და ადეკვატურია სწორედ იმ თანმიმდევრული მოქმედებების გამო, რაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ისახავს მიზნად”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები