რა კომპანიებს ფლობენ გიგა ბოკერიას ოჯახის წევრები

„ნაციონალების ფარული ბიზნესინტერესები“, – ამ სათაურით გაზეთი „ვერსია“ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნათესავებზე გადაფორმებული ბიზნესის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
„ნათესავებზე გაფორმებული კომპანიებიდან გიგა ბოკერიამ 45 000 000 – ლარიანი მოგება მიიღო“, – ამის შესახებ რედაქციას ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარე არჩილ კაიკაციშვილი აწვდის. როგორც კაიკაციშვილი „ვერსიასთან“ საუბრისას აღნიშნავს, ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ადვოკატები“, პროექტის ფარგლებში, ყოფილი ხელისუფლების წევრების მონიტორინგი ჩაატარეს და კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს.
„გიგა ბოკერიას მამა ლევან ბოკერია, სამშენებლო ფირმა შპს „ლებოს“ 100 % -იანი წილის მფლობელია, კომპანიის ერთობლივი შემოსავალი 2363 606 ლარია. ლევან ბოკერია 20% -იან წილს ფლობს სამშენებლო ფირმა „არქ სტუდიაში“, რომლის ერთობლივი შემოსავალი 26 523 662 ლარია. მონიტორინგმა ცხადყო, რომ გიგა ბოკერიას ცოლის და, რუსუდან ჩერგოლეიშვილი სარემონტო ფირმა შპს „ოლივდიზაინის“ დამფუძნებელია, რომელიც კომპანიაში 50% -იან წილს ფლობს. კომპანიის ერთობლივი შემოსავალი 14 621 734 ლარია. რუსუდან ჩერგოლეიშვილი 50% -იან წილს ფლობს შპს „ახალი გალერეაში“, რომლის ერთობლივი შემოსავალი 161 474 ლარია. რუსუდან ჩერგოლეიშვილის მეუღლე, კახაბერ ნინუა შპს „გალფ რეისინგის“ დამფუძნებელია, რომლის ერთობლივი შემოსავალია 324 487 ლარი, საიდანაც 100 %-იან წილს ფლობს.
ააიპ „სამხედრო ოპერაციებში გარდაცვლილ მოსამსახურეთა და დაზარალებული ოჯახების დახმარების ფონდ „თანადგომის“ დამფუძნებელიც კახა ნინუაა, რომლის ერთობლივი შემოსავალი 1 552 873 ლარი იყო. ამ კომპანიის ლიკვიდაცია 2012 წლის აპრილში განხორციელდა. 2011 წლის 8 დეკემბერს კახაბერ ნინუამ 3 025 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი წყნეთში შეიძინა. 2011 წლის სექტემბერში კი 1000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი -წყნეთის სატყეო ტერიტორიაზე. ორივე ნაკვეთის სავარაუდო ღირებულება 400 000 ლარია“,- აცხადებს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარე არჩილ კაიკაციშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები