დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა – მინისტრის პირველი კომენტარი (ვიდეო)

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შესახებ კონსულტაციები შედგა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა ლავროვთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორები ინფორმაციას მიიღებენ შეხვედრის შემდეგაც.

„გაერო-ს 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივით და ორგანიზებით, გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა ჩემი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. მთელი კვირის განმავლობაში, ორმხრივი შეხვედრების დროს პარტნიორებთან განვიხილავდით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას, განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის საკითხს. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იყო ძალიან მკაფიო და მკაცრი შეფასებები ამასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ყველა ძირითად აქტორთან, მათ შორის აშშ-სთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან, ასევე გაერო-ს ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე გვქონდა სერიოზული დისკუსია, თუ რა დამატებითი საშუალებები და მექანიზმები უნდა ამოქმედდეს პროცესის შესაჩერებლად“,-აღნიშნა ზალკალიანმა.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს დღეს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები