არჩილ თალაკვაძე ბესელია-ზარდიაშვილის დაპირისპირებაზე: მომხდარი ლახავს პარლამენტის იმიჯსა და ღირსებას

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ფაქტი ლახავს პარლამენტის იმიჯს და ღირსებას, რაც ძალიან ცუდი მაგალითია საზოგადოებისთვის და მომავალი თაობისათვის. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალსიტებს ზუგდიდში, საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

“არავითარი ფიზიკური შეხლა-შემოხლა იქ არ იყო. იქ იყო ფიზიკური თავდასხმა ჩვენს თანაგუნდელზე – ვანო ზარდიაშვილზე, რასაც ცალსახად ვგმობ. როგორც კი თბილისში დავბრუნდები, აუცილებლად გავარკვევ თუ რატომ მოხდა ისე, რომ მანდატურის სამსახურმა, ვერ უზრუნველყო, დაშორიშორება და რატომ მოხდა ის რომ ბატონი ვანო ზარდიაშვილის ფიზიკური უსაფრთხოება ვერ იქნა დაცული. მომხდარი ლახავს პარლამენტის იმიჯსა და ღირსებას, რაც საზოგადოებისთვის არის ძალიან ცუდი მაგალითი, განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის, რომელიც უყურებს ამ პროცესებს პარლამენტში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მას დაარტყა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები