“უნდა შევეცადოთ რუსეთთან კიდევ ერთი შედეგზე ორიენტირებული დიალოგი იყოს გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში”

„უნდა შევეცადოთ რუსეთთან კიდევ ერთი შედეგზე ორიენტირებული დიალოგი იყოს გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში”, – ამის შესახებ რეგიონალური განვითარების ჰაბის თავმჯდომარემ, გიორგი ფარეშიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია რომ ყინული დაიძრას.
„იმდენად მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ოკუპაციის პრობლემა, იმდენი პრობლემაა ამის თანმდევი, ყველაფერში პრობლემა იქმნება რუსული ოკუპაციის პირობებში, რომ საერთაშორისო საზოგადოებაც ყველა მიმართულებით, როგორც ნატოს წევრი ქვეყნები, ასევე ევროკავშირის და ჩვენი მეგობარი ქვეყნები მოგვიწოდებენ, მაქსიმალურად შევძლოთ მოლაპარაკება, დალაპარაკება ერთმანეთთან. ვფიქრობ, ყველა უნდა შევეცადოთ, გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა იმისათვის, რომ რა თქმა უნდა, ღირსეულად, რა თქმა უნდა, შესაბამის სიმაღლეზე ქართული დიპლომატიის სახელმწიფოებრიობის, სახელმწიფო ინტერესების სრული დაცვით, საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემით, ვფიქრობ, აუცილებელია ყინულების დაძვრა. იმდენად დიდი და რთული პრობლემაა რუსული ოკუპაცია და იმდენ პრობლემას უქმნის ქვეყანას, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ კიდევ ერთ შედეგზე ორიენტირებული დიალოგი იყოს გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში. კარგი იქნება საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები აქტიურად ჩაერთონ ამ მოლაპარაკების პროცესში და მაქსიმალურად ეფექტური იყოს ეს მოლაპარაკებები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ისინიც მოგვიწოდებენ ამისაკენ, რომ დაიწყოს რაღაც გარკვეული დიალოგი მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში”, – აცხადებს გიორგი ფარეშიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები