ელენე ხოშტარია: ფიზიკური დაპირისპირება ცუდია, მაგრამ ეს ფაქტი ბესელიას წინააღმდეგ გამოყენებულმა უბინძურესმა მეთოდებმა გამოიწვია

“ეკა ბესელია ეს არის ადამიანი, რომელსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განსაკუთრებულად ბინძური ხერხებით, განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობიან უბრალოდ ანადგურებენ ადამიანს, ამიტომ მინდა მხარდაჭერა გამოვხატო ეკა ბესელიას მიმართ“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ფიზიკური დაპირისპირება ცუდია, მაგრამ ეს დაპირისპირება იმ უბინძურესმა მეთოდებმა გამოიწვია, რაც ბესელიას წინააღმდეგ გამოიყენეს.

„აქ უკვე პოლიტიკაც აღარ არის, ეს არის ადამიანურად ბინძური მოპყრობა ოპონენტის მიმართ და ამ ფონზე ცალსახაა, რომ მთავრობის სირცხვილია და პრობლემა ამ პარლამენტის არის ზარდიაშვილი, კილაძე და მათიკაშვილის ნაირი დეპუტატების არსებობა, რომელსაც სოლიდარობა კი არ უჩნდებათ ადამიანის მიმართა, რომელიც გაისრისა, არამედ პირიქით, აი ასე აწვებიან ბინძური ხერხებით. ცუდია ფიზიკური დაპირისპირება, მაგრამ ეს დაპირისპირება გამოიწვია იმ უბინძურესმა მეთოდებმა, რაც გამოიყენეს ბესელიას წინააღმდეგ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას დაარტყა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები