დავით მათიკაშვილი: დღევანდელი დღის შემდეგ ბესელიას ადგილას ნამდვილად გამიჭირდებოდა პარლამენტში დარჩენა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის შეფასებით, ეკა ბესელიამ პოლიტიკური აქტუალობა დიდი ხანია დაკარგა და როგორც დღეს გამოჩნდა, ის ყველანაირად ცდილობს, ეს აქტუალობა დაიბრუნოს.

მათიკაშვილის თქმით, დღეს მომხდარის გამო, ეკა ბესელიას მხრიდან პარლამენტის დატოვება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.

„ასეთ უღირს ქცევას ნამდვილად არ მოველოდი იმ ადამიანისგან, ვინც თავის დროზე ადამიანის უფლებების დაცვისა და იურიდიული კომიტეტების თავმჯდომარე იყო. ეს არის სახე ადამიანის, რომელიც მან დაანახა საზოგადოებას.

მგონია, რომ როდესაც ასეთი რამ ადამიანს დაემართება, დეპუტატს, რომელსაც აქვს არა თუ თმენის ვალდებულება, არამედ ის უნდა იყოს მაგალითი იმისა, როგორ იქცევიან ღირსეული ადამიანები, ამ შემთხვევაში ნამდვილად გამიჭირდებოდა პარლამენტში დარჩენა. ეს არის შეურაცხყოფა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების და საპარლამენტო საქმიანობის. თავისი მორალის ფარგლებში უნდა მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს. პარლამენტის დატოვება მისი მხრიდან იქნებოდა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. რომ გითხრათ, ეკა ბესელიასგან ასეთი ქცევა იყო მოულოდნელი, ნამდვილად არ არის ასე, რადგან ასეთ აფეთქებებს და არაადეკვატურ, არარელევანტურ ქცევებს ჩვენ თვალს ვადევნებდით. ეს მისი სახეა და საზოგადოებამ დაინახა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას დაარტყა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები