სტამბოლთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის დასავლეთით 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 12 კილომეტრის სიღრმეში, სტამბოლიდან 68 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.

ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები