არჩილ თალაკვაძე ლავროვის განცხადებაზე: ჩვენმა პოლიტიკამ შეძლო მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის შენარჩუნება

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის სტრატეგიულ მზადყოფნაშია და ეს იცის რუსეთმა. მისივე თქმით, ლავროვის განცხადებაც სწორედ ამას მიანიშნებდა.  განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ზუგდიდში, საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის დაწყებამდე გააკეთა.

„საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში, რომ გაწევრიანდეს ნატოში. ეს იცის რუსეთის ხელისუფლებამ, ვინაიდან ანგარიშები, რომლითაც ნატო საქართველოს აფასებს დადებითად და ამბობს, რომ თავსებადობა ჩვენსა და მათ შორის არსებობს, ეს ცნობილია რუსეთისთვის და ეს სწორედ ამ ლოგიკას ეხმაურება. ჩვენ ნატოში გაწევრიანება გვინდა მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის. არავითარი საომარი რიტორიკა არ გვაქვს და ჩვენმა პოლიტიკამ შეძლო მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის შენარჩუნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, “თუ საქართველო ნატოში შევა, რუსეთი ომს არ დაიწყებს, მაგრამ დაზიანდება ქართულ-რუსული ურთიერთობები”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები