“გაეროს გენერალური ასამბლეა ის უმაღლესი პლატფორმაა, სადაც გვეძლევა შესაძლებლობა მსოფლიო ლიდერების წინაშე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები გავახმოვანოთ”

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა საქართველოს დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია მიმდინარეობს.
საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელმძღვანელობს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან და გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან, ასევე ფინეთის, რუმინეთის, ლატვიის, გვატემალას, ყაზახეთის, ერაყის პრეზიდენტებთან, ნორვეგიის და ბარბადოსის პრემიერ-მინისტრებთან გაიმართა.
შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და დეოკუპაციის საკითხი იყო.
​მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილეს.
„გაეროს გენერალური ასამბლეა ის უმაღლესი პლატფორმაა, სადაც გვეძლევა შესაძლებლობა მსოფლიო ლიდერების წინაშე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები გავახმოვანოთ და ორმხრივ ფორმატებში სახელმწიფოს ლიდერებთან განვიხილოთ ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებები”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტების თავმჯდომარეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები