ეკა ბესელია: გედისაც ესმოდა ის შეურაცხმყოფელი ფრაზა, რაც ზარდიაშვილმა ჩუმად და არაკაცურად მითხრა

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, ზარდიაშვილის მხრიდან მორალურ თავდასხმას ჰქონდა ადგილი, რადგან მისი მისამართით მოისმინა შეურაცხმყოფელი სიტყვები, რის გამოც გასცა პასუხი.

ხოლო, პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე ბესელია აკისრებს ,,ქართული ოცნების” თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, რადგან მისი თქმით, ზარდიაშვილი “ქართული ოცნების” სახით საუბრობს.

“ის კითხვები, რომლებიც მასთან დაისვა და ძალიან მწვავე ბრალდებები, რომლებიც მის მიმართ არსებობდა, ეს ააშკარავებდა ის სურათს, რაც დღეს აქვს ქართულ ოცნებას და ამის გადასარჩენად შემოუშვეს ეს “ქართული ოცნების” სახედ ქცეული ზარდიაშვილი, რომელმაც მიიღო ჩემგან ამ პროვოკაციაზე პასუხი, მე მასაც და სხვასაც ვაფრთხილებ – არავისთვის ბოდიში მოსახდელი არა მაქვს, რამდენჯერაც იქნება ასეთი ამორალური პროვოკაცია და თავდასხმა, იქნება პასუხიც. მისი მხრიდან ჰქონდა ამის მცდელობას ადგილი ჩუმად და არაკაცურად, ისე რომ თქვენ ვერ გაგეგოთ ეს შეურაცხმყოფელი სიტყვები, ის მიიღებს პასუხს და პასუხისმგებლობას ამაზე, ის რომ დღეს ქართული ოცნების სახელით ლაპარაკობს, ვაკისრებ ბიძინა ივანაშვილს, ეს მისი პასუხისმგებლობაა, რომ დღეს “ქართული ოცნება” ლაპარაკობს ადეიშვილის ღამის მორიგეების, ღამის ასისტენტების თუ მისი ხელისბიჭების სახით, დღეს ეს ადამიანი მისი სახეა, ამიტომ ამ არარაობასთნ არაფერი საქმე არ მაქვს, მას თავი არ უნდა გავუყადრო, მაგრამ შეურაცხყოფებს არ “გავატარებ”, – გედისაც ესმოდა რა ფრაზაც იხმარა მან ჩუმად”- განაცხადა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ეკა ბესელიამ უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ხელი დაარტყა.

“შე ნაძირალავ, რამდენი ხანია გითმენ”, – მიმართა ბესელიამ ზარდიაშვილს.
სხდომაზე დროებით შესვენება გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები