ზარდიაშვილის პირველი კომენტარი ბესელიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ
ამ ქვეყნად ერთ ადამიანსაც ვერ ნახავ, რომელიც არ იტყვის, რომ ბესელია კორუმპირებიული არ არის, – ასე შეაფასა პარლამენტში მომხდარი ინციდენტი მმართველი გუნდის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა.
“ადამიანი, ვინ ციხეში უნდა იჯდეს, ამ ქვეყნად ერთ ადამიანსაც ვერ ნახავ, რომელიც არ იტყვის, რომ ეკა ბესელია კორუმპირებიული არ არის, შესაბამისად, ეს არის ამ ქვეყნის უბედურება”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა მომხდარი ინციდენტის შემდეგ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე წუთის წინ მოხდა, რა დროსაც ეკა ბესელიამ უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს დაარტყა. “შე ნაძირალა რამდენი ხანია გითმენ”, – მიმართა ბესელიამ ზარდიაშვილს.
სხდომაზე დროებით შესვენება გამოცხადდა.