შედგება თუ არა რუსეთისა და საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების პირისპირ შეხვედრა?

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იგნაციო კასისთან გამართა​.   შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მიმოიხილეს, რასაც ადგილი აქვს საოკუპაციო ხაზზე.  შვეიცარიის მახრემ, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, პროცესის შემდგომი დეესკალაციისთვის  ხაზი გაუსვა მხარეთა კომუნიკაციის, მაქსიმალური ჩართულობისა და ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. ამასთან გამოთქვა მზადყოფნა, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორმა ყველა ღონე იხმაროს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები