მამუკა ხაზარაძე აფხაზეთში რუსეთის მიერ შეიარაღების გაძლიერებაზე: ყველანი ერთად უნდა გავერთიანდეთ ამის წინააღმდეგ

სამოქალაქო მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი, ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე რუსეთის მიერ აფხაზეთში შეიარაღების გასაძლიერებლად თანხების გამოყოფის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, ამ საკითხის წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს, რადგანაც ეს სახელმწიფო ეროვნული ინტერესების შემლახავია.

მამუკა ხაზარაძის აზრით, ამ ბრძოლაში უკომპრომისობაა საჭირო.

“მოვუწოდებთ ყველას, ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოზიციას თუ ოპოზიციას, რომ ასეთ საკითხებში, როცა პუტინი აწერს ხელს და გამოყოფს თანხებს აფხაზეთში შეიარაღების გასაძლიერებლად, იქ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ამის საწინააღმდეგოდ გაერთიანებულები და მე ამ სიტუაციაში არ მაინტერესებს, ვინ რა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენზე მაღლა, ეს საკითხი ეხება ჩვენს ნაციონალურ ინტერესებს და ჩვენს ეროვნული და სახელმწიფოებრივ ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, რომ გადავდოთ ყველანაირი ამბიცია და შევთანხმდეთ თუნდაც რამდენიმე საკითხზე, რომელშიც ვიქნებით ერთნი და რომელშიც ვიქნებით უკომპრომისოები”, – განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები