საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი გარდაიცვალა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას France Presse ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემას შირაკის სიძემ განუცხადა, ყოფილი პრეზიდენტი „ოჯახის გარემოცვაში, მშვიდად გარდაიცვალა“.
ჟაკ შირაკი 1995-2007 წლებში საფრნაგეთის პრეზიდენტი იყო.
1977–1995 წლებში პარიზის მერი, 1974-1976 და 1986-1988 წლებში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები