ნიკოლ ფაშინიანმა გაეროს ტრიბუნიდან საქართველო ახსენა

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი გაეროს 74-გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.

მისი თქმით, რუსეთი რესპუბლიკის სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა.

„რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა. საქართველო და ირანი – ჩვენ სტრატეგიული მეზობლები არიან“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერმა ასევე თქვა, რომ ერევანს „ევროკავშირთან პარტნიორობის მნიშვნელოვანი დღის წესრიგი ჩამოუყალიბდა“.

„შეშფოთებით ვაკვირდებით ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებს შორის არსებულ უთანხმოებას. ეს რეალობა იმის საფრთხეს გვიქმნის, რომ შესაძლოა ჩვენ მეგობრების ნაწილის, ან ყველა მეგობრის მიერ, არასწორად ვიყოთ გაგებული. ყველა ამ ქვეყნებთან გვსურს დავრჩეთ პარტნიორებად, რომ სხვებთან არ გავაფუჭოთ ურთიერთობა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერი ასევე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს შეეხო და თქვა, რომ მისი ნებისმიერი გადაწყვეტა უნდა იყოს მისაღები სომხეთის, მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის ხალხისთვის.

ამიტომ, ფაშინიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მოუწოდა შეიქმნას რეზოლუცია, რომელიც მშვიდობიანი პროცესისთვის საფუძველს შექმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები