სერგეი ლავროვი: აშშ-ს სიურპრიზს ვუმზადებთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი ვაშინგტონს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რუსეთის დელეგაციის 10 წევრისთვის ვიზების გაუცემლობასთან დაკავშირებით, პასუხს გასცემს.
ამის შესახებ ლავროვმა რუსულ მედიას განუცხადა.
„პასუხი იქნება. ზომები მზად არის. ნუ გვართმევთ შესაძლებლობას მათ სიურპრიზი მოვუმზადოთ“, – აღნიშნა ლავროვმა.
ორი დღის წინ, რუსული დელეგაციის 10 წევრს, რომლებიც ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიემგზავრებოდნენ, მოსკოვში აშშ-ის საელჩოში ვიზები არ მისცეს. დელეგაციის წევრებს შორის იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს 6 წარმომადგენელი და სახელმწიფო დუმის 4 წევრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები