ალექსანდრე ლუკაშენკო მზად არის დონბასში მშვიდობისმყოფელები შეიყვანოს

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მზად არის დონბასში მშვიდობისმყოფელები შეიყვანოს და რუსეთ-უკრაინის საზღვრის მონაკვეთი კონტროლზე აიყვანოს.
ამის შესახებ ლუკაშენკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თუ გსურთ, რომ უკრაინა- რუსეთის საზღვრის 400 კილომეტრიანი მონაკვეთი გადავკეტოთ, რომელსაც ამჟამად უკრაინის ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, დავხურავთ ამ საზღვარს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონფლიქტში ჩაბმა ჩვენთვის პრობლემას წარმოადგენს, მზად ვართ იქ მშვიდობისმყოფელები, მესაზღვრეები, ან ჯარი, როგორც გსურთ, მაგრამ მზად ვართ საზღვრის ეს მონაკვეთი დავკეტოთ, თუ ორივე მხარის თანხმობა იქნება“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, კვლავ იზიარებს პოზიციას „ერთიანი და განუყოფელი“ უკრაინის შესახებ და მინსკი ყველაფერს გააკეთებს, რომ დონბასში კონფლიქტი დარეგულირდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები