ლევან კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს ოზურგეთში პოლიტიკის ინსტიტუტის დაარსება შესთავაზა

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო – სახალხო განხილვისას გურიაში, ლევან კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ოზურგეთში პოლიტიკის ინსტიტუტის დაარსება შესთავაზა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ​მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო ცენტრი ხელს შეუწყობს გურიის რეგიონს შეიძინოს მიზიდულობის ძალა და გახდეს პოლიტიკის მიმართულებით საგანმანათლებლო ჰაბი, ამიერკავკასიის მასშტაბით. ამ იდეის საფუძველი გურიის მხარის გამორჩეულად აქტიური პოლიტიკური ისტორიული წარსულია, მაგალითად გურიის პირველი რესპუბლიკა ჯერ კიდევ 1905 წელს.
დეპუტატის ეს ინიციატივა უკავშირდება მის ხედვას საქართველოს რეგიონების ბრენდინგზე და განვითარებაზე – გამოყენებული იქნას ყველა რეგიონის მიძინებული შესაძლებლობები მათი ხასიათიდან გამომდინარე და მეტი აქცენტი გაკეთდეს მათ თავისებურებებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები