თეა წულუკიანი: სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს ტრიბუნიდან მსოფლიოს ამცნო თუ რა ყოფაში უწევთ ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს ტრიბუნიდან, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იყო ქალი პრეზიდენტის მიმართვა მსოფლიოს ქვეყნებისადმი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლაში სათანადო ყურადღება დაუთმო ადამიანის უფლებების დარღვევებს, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყოველდღიურად ხდება.

„მე ვფიქრობ, მან სათანადო ყურადღება დაუთმო ადამიანის უფლებების იმ მასობრივ და გაუგონარ დარღვევებს, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყოველდღიურად ხდება. მან საკმაოდ დეტალურად, მაღალი ტრიბუნიდან ამცნო მსოფლიოს, ყველა ქვეყანას, ვინც ესწრებოდა, მათ შორის პრეზიდენტებს, პრემიერებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს, თუ რა ყოფაში უწევთ ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრება. თუ პრეზიდენტს ოპონენტებმა უნდა დაუთვალონ, რამდენჯერ ახსენა ზუსტად რუსეთი, მან ისაუბრა რუსეთზე, როგორც ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოზე, ამიტომ, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გუშინ გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები