ირაკლი სესიაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს ტრიბუნიდან ყველა გამოწვევაზე ისაუბრა, თუმცა მეტს ველოდი
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან გაერო-ს ტრიბუნიდან მეტს ველოდი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, შეიძლება, სხვა ფორმით მწვავედ თუ რბილად უფრო მეტის თქმა.
„სიმართლე გითხრათ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან მეტს ველოდი. უფრო სწორად, შეიძლება, უფრო მეტის მოსმენა მსურდა, თუმცა ძირითადი აქცენტები გააკეთა. შეიძლება, ჩემთვის მნიშვნელოვანი სხვა აქცენტებიც ყოფილიყო. საერთო ჯამში, სალომე ზურაბიშვილმა ყველა გამოწვევაზე ისაუბრა, რაც ქვეყნისა და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე არსებობს, მაგრამ როცა საქმე ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეხება, შეიძლება, სხვა ფორმით მწვავედ თუ რბილად უფრო მეტი თქმულიყო, რაც დამაკლდა“, – განაცხადა სესიაშვილმა.