მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ მორიგი 12 წევრი წარადგინა
საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის მორიგი 12 წევრი წარადგინა.
ესენი არიან: ადვოკატი ალექსი ბოლქვაძე, პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი, ადვოკატი ამირან ფაჩუაშვილი, ხელოვნებათმცოდნე თამარ შავგულიძე, პედაგოგი მაია ჭიჭიაშვილი, გამომგონებელი ბექა მიქავა, გამომგონებელი ვახტანგ კონტრიძე, მხატვარი ქეთევან მატაბელი, კონსტიტუციონალისტი ნინო თელია, ექიმი ვასილ ჭეიშვილი, ჰიდროინჟინერი გიორგი წურწუმია, ფიზიკოსი თამაზ ბუთხუზი.
როგორც ხაზარაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, მისი მოძრაობის წვერების წარდგენა მომავალშიც გაგრძელდება და „ლელო“ საზოგადოებასთან მუდმივ დიალოგში იქნება.
მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი გასულ კვირას წარუდგინა: ლანა გალდავა, ლევან ბოძაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, კახა კოჟორიძე, მედეა მეტრეველი, გია გუგუშვილი, საბა ბუაძე, გიგლა მიქაუტაძე, ქეთევან ენუქიძე, ელენე მელიქიშვილი, გია მორდებაშვილი, დავით გელაშვილი.