რუსუდან თევზაძე: დავა, თუ რომელი საარჩევნო სისტემა ჯობია, ვფიქრობ უსაგნო და არსებითად არაფრის მომცემია

“კამათი და დავა, თუ რომელი საარჩევნო სისტემა ჯობია, ვფიქრობ უსაგნოა და არსებითად არაფრის მომცემი, ვინაიდან ჯერ ბუნებაშიც კი არ არსებობს საარჩევნო სისტემის ის უნივერსალური ფორმა, რომელიც ერთნაირად კარგი იქნება ყველა ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, ე.წ. ამოცანის პირობის ამოხსნა პოლიტიკური კულტურა, პროფესიული კომპეტენცია და პირადი ღირსებაა.

არჩევნები, ზოგადად და მით უფრო საქართველოში, ზედმეტად სენსიტიური თემაა. არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული ქვეყნისა და მისი მოსახლეობის განვითარების ვექტორი.
კამათი და დავა, თუ რომელი საარჩევნო სისტემა ჯობია, ვფიქრობ უსაგნოა და არსებითად არაფრის მომცემი, ვინაიდან ჯერ ბუნებაშიც კი არ არსებობს საარჩევნო სისტემის ის უნივერსალური ფორმა, რომელიც ერთნაირად კარგი იქნება ყველა ქვეყნისთვის.
ცხადია, აქ არ შევჩერდები მრავალფეროვანი/მრავალგვარი მაჟორიტარული და პროპორციული სისტემების თვისობრივ თუ პრაქტიკულ რაობაზე და ღირებულებაზე, ეს სხვა ნარატივის თემაა. მხოლოდ აღვნიშნავ იმას, რომ ორივეს აქვს არსებობის უფლება თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეების გათვალისწინებით.
უმთავრესი პრობლემა შერჩეული საარჩევნო სისტემის დანერგვაშია!!!
წარმატებული დანერგვის უპირველესი კომპონენტი მაღალი კულტურის პოლიტიკოსების არსებობაა, რომლებიც შეძლებენ უკან გადაწიონ პირადი კონფლიქტები, საკუთარი საქმიანობის სუბიექტურ-ემოციური ხასიათი და ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ იღვაწონ.
ამდენად, ე.წ. ამოცანის პირობის ამოხსნა არის პოლიტიკური კულტურა, პროფესიული კომპეტენცია და პირადი ღირსება”,-წერს რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები