„არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“ – საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

26 სექტემბერს, 9:30 საათზე, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, ეროვნული არქივის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია – „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“  გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციაში 170-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: არქივთმცოდნეობა,  წყაროთმცოდნეობა,  სიძველეთმცოდნეობა, ისტორია/ხელოვნების, ისტორია/ეთნოლოგია, ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია), საბუნებისმეტყველო კვლევები,  კულტურათაშორისი კომუნიკაციები,  რესტავრაცია-კონსერვაცია, ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები,  კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი,  საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები