„გვიანი საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ“ – საჯარო ლექცია გაიმართება

26 სექტემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში საჯარო ლექცია – „გვიანი საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექციას გაუძღვება ესტონელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის ექსპერტი რინ ალატალუ Riin Alatalu. ქალბატონი რინი ისაუბრებს მოდერნისტული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ, იმ საერთო გამოწვევებზე რომლის წინაშეც დგანან ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნები ამ ტიპის მემკვიდრეობის კონსერვაციისა და ადაპტაციის დროს.
ლექციაზე ნაჩვენები იქნება საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურული მემკვიდრეობის წარმატებული კონსერვაციის მაგალითები ესტონეთიდან, ლატვიიდან და რუსეთიდან.
საჯარო ლექცია ჩატარდება პროექტის – „მოდერნისტული არქიტექტურის კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც გეთის ფონდის, Keeping It Modern ინიციატივის დაფინანსებით,  ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები