დავით ზალკალიანი ნიუ-იორკში მოლდოველ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შეხვედრა გამართა მოლდოვას ევროპული ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან ნიკუ პოპესკუსთან.
მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს მოლდოვა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევრუპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობას.
მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული კონფქლიტები და უსაფრთხოების გარემო. დავით ზალკალიანმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო განვითარებების შესახებ, აღინიშნა რომ საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები ხელს არ უწყობს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას და ართულებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოსა და მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას. აღინიშნა, რომ მხარეებმა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით ეფექტურად უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა და ფორმატები შემდგომი სტაბილურობის მიზნით.
მინისტრები მიესალმნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოსა და მოლდოვას აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას და მზადყოფნა გამოთქვეს მომავალშიც ითანამშრომლონ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისთვის.