სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.
გენერალურ ასამბლეაზე, 24-30 სექტემბერს, ნიუ ორკში თავს იყრის მსოფლიოს 100- ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და რამდენიმე ათასი დიპლომატი.
წელს გენერალური დებატების მთავარი თემა „სიღარიბის აღმოფხვრის, ხარისხიანი განათლების, კლიმატის მიმართულებით ახალი მოქმედებებისა და ინკლუზიისათვის მრავალმხრივი ძალისხმევის მობილიზებაა.”
საქართველოს პრეზიდენტი გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით ხვალ, 25 სექტემბერს, თბილისის დროით 19:00 -20:30 სთ-ის შუალედში მიმართავს.