გია ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა

“იმპიჩმენტთან დაკავშირებით, პოპულისტური განცხადებები არ უნდა ვაკადროთ ჩვენს საზოგადოებას. ძალიან სერიოზული აწონვა სჭირდება შემდგომ ნაბიჯებს, რაც უნდა გადაიდგას, მით უმეტეს, როცა ხელისუფლებაში ხარ, პასუხისმგებელი ხარ ქვეყნის სტაბილურობაზე“,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპონენტების განცხადებებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით.
​მისი თქმით, იმპიჩმენტის საკითხზე საუბრობენ ადამიანები, რომელთაც პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს და მისი სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე, იმპიჩმენტის საკითხი არ დამდგარა ექსპრეზიდენტების- სააკაშვილის და მარგველაშვილის შემთხვევებშიც კი.
„გამოდიან ადამიანები, ვისაც არათუ პასუხისმგებლობა არა აქვთ, არამედ ნამუსი დაკარგეს საერთოდ, იმხელა დანაშაულებები აქვთ ყველა მიმართულებით ჩადენილი. მკვლელობის მუხლით გასამართლებული შეიწყალა მარგველაშვილმა, სააკაშვილმაც და აქვე, გირგვლიანის გახმაურებული საქმეც არ დაგვავიწყდეს. მაგრამ აქ თემა სახელმწიფოს სტაბილურობას და ქვეყანას ეხება. ჩვენ სააკაშვილის იმპიჩმენტი არ მოგვითხოვია, იმიტომ, რომ პარტნიორებისგან იყო რჩევები, რომ ბოლომდე მიგვეყვანა. იგივე, მარგველაშვილის იმპიჩმენტის დაწყება, წარმოიდგინეთ რა პროცესებს დაუდებდა საფუძველს”,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები