ეკა ბესელია აცხადებს, რომ გარკვეული პირების პირადი ცხოვრებით შანტაჟი ახლაც ხდება: რამდენიმე შემთხვევაზე მაქვს ინფორმაცია
მიმაჩნია, რომ როგორც წინა ხელისუფლება იყო შესაცვლელი, ეს ხელისუფლებაც შესაცვლელია, რომელმაც ვერ შეძლო, გაემართა სისტემა იმგვარად, რომ ადამიანებზე ზეწოლა არ ხდებოდეს – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხდა.
ეკა ბესელია აცხადებს, რომ გარკვეული პირების პირადი ცხოვრებით შანტაჟი ახლაც ხდება.
„არ ვამბობ, რომ ეს მასიურად ხდება. ყოველ შემთხვევაში, მე რამდენიმე შემთხვევაზე მაქვს ინფორმაცია, მაგრამ თავად უნდა ისაუბრონ. ის თემა არ არის, სადაც შეიძლება, მე დავარღვიო ვინმეს პირადი სივრცე. ამას ძალიან მტკივნეულად განვიცდი, რადგან ეს იყო პირველი, რაც უნდა შეგვეცვალა. არ აქვს მნიშვნელობა, მასშტაბი რამხელა იქნება. სადაც ერთი, ორი, სამი შემთხვევა იქნება და თვალს დავხუჭავთ, ეს ძალიან სწრაფად გაიზრდება. ვიცი, რომ არსებობს რამდენიმე ასეთი ფაქტი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.