„პოსტსაბჭოთა საქართველო: ედუარდ შევარდნაძე და ილია მეორე“ – დავით ზურაბიშვილთან შეხვედრა გაიმართება

25 სექტემბერს, 19:00 საათზე, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდში,  დავით ზურაბიშვილთან შეხვედრა გაიმართება.  შეხვედრის თემაა: „პოსტსაბჭოთა საქართველო: ედუარდ შევარდნაძე და ილია მეორე“.
„ისტორიაში პიროვნების როლზე ორგვარი შეხედულება არსებობს: ერთის მიხედვით, ისტორიულ პროცესებს ცალკეული პიროვნებები მხოლოდ აჩქარებენ ან ამუხრუჭებენ, მაგრამ ვერ ცვლიან და ვერ განსაზღვრავენ; მეორე თვალსაზრისით კი, ისტორიული პროცესს სწორედ პიროვნებები ქმნიან. ასეა თუ ისე, კონკრეტული პიროვნებების როლი კონკრეტულ ისტორიულ მონაკვეთში საკმაოდ მნიშვნელოვანია, გინდ როგორც პროცესის შინაარსის და სულისკვეთების გამომხატველის, გინდ როგორც ამ პროცესის სულისჩამდგმელის და განმსაზღვრელის.
პიროვნული ფაქტორის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ჯერ კიდევ სუსტია და ფორმირების პროცესშია, ეს განსაკუთრებით საგრძნობია პოსტკოლონიალურ ქვეყნებში, სადაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იწყება საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოყალიბება და ამ მხრივ საქართველოც არაა გამონაკლისი.
და საქართველოს უახლეს ისტორიაშიც გვყავს ასეთი პიროვნებები, რომელთა საქმიანობამაც დიდწილად განსაზღვრა საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობა ჩვენს ქვეყანაში, მთელი თავისი ღირსება-ნაკლოვანებებით, პლუსებით და მინუსებით. განსაზღვრა ის, რომ ჩვენ დღეს ვართ იქ, სადაც ვართ“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მის: ჭოველიძის 10.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები