ნიკა მელია: ძალიან სასიამოვნოა, რომ აგრესიული ბოკერია აღარ არის “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირებული

ძალიან სასიამოვნოა, რომ აგრესიული ბოკერია აღარ არის “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირებული – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
ნიკა მელია აღნიშნული პოსტით რომან გოცირიძესა და გიგა ბოკერიას შორის “მთავარი არხის” ეთერში გამართულ დებატებს ეხმაურება.

“ახლა ვუყურე გოცირიძე vs ბოკერია
აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ იყო ბოკერია ასეთი აგრესიული
მოკლედ, გადაცემის ყურებისას საკუთარ თავს გამოვუტყდი – ძალიან სასიამოვნოა რომ აგრესიული ბოკერია აღარ არის “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირებული”, -წერს ნიკა მელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები