ანრი ოხანაშვილი: პროცესი აჩვენებს, ვის ექნება პარლამენტის მხარდაჭერა
კანდიდატის მხარდაჭერის საკითხი არის ადრე, მათ გავესაუბრებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. პროცესი აჩვენებს, ვის ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, პარლამენტის გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება პირის კომპეტენციაზე, კეთილსინდისიერებაზე, პროფესიონალიზმსა და უნარებზე, როგორ წარადგენს თავს.
„დღეს ამერიკული მოდელით უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და საჯარო გასაუბრების პირველი დღე შედგა. ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება. დანაპირები იყო, რომ ყველას ექნებოდა კრიტიკული კითხვების დასმის საშუალება, რაც შესრულდა. ჩვენი ამოცანაა, ასეთივე გამჭვირვალე მუშაობა გავაგრძელოთ. კანდიდატის მხარდაჭერის საკითხი არის ადრე, მათ გავესაუბრებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. პროცესი აჩვენებს, ვის ექნება პარლამენტის მხარდაჭერა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.