აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო.
რამდენიმე წუთში გაეროში საქართველოს პრეზიდენტი უნივერსალური ჯანდაცვის მაღალი დონის შეხვედრაზე (UHC) სიტყვით გამოვა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
პრეზიდენტის გამოსვლა ასამბლეაზე 25 სექტემბერს იგეგმება.საქართველოს დელეგაციას გაეროში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები