ალბანეთში მიწისძვრის შემდეგ ჟურნალისტები ხალხში პანიკის გამომწვევი ინფორმაციის გავრცელებისთვის დააკავეს

ალბანეთში ორი ჟურნალისტი აურელ რაკიპლარი და დანიელ გრიცი დააკავეს.

პოლიციაში ამის შესახებ განაცხადეს, რომ ჟურნალისტებმა განმეორებითი ძლიერი მიწისძვრის შესახებ „ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს, რომელმაც ხალხში პანიკა გამოიწვია“.

ინფორმაციას Balkan Insight ავრცელებს.

ალბანეთში 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა 21 სექტემბერს მოხდა, რომლის შედეგად ასობით სახლი დაინგრა და 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

22 სექტემბერს კი მორიგი განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა. ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია – „ბერძენი სეისმოლოგი ამბობს, რომ 23:30 საათზე ძლიერი მიწისძვრაა მოსალოდნელი“.

ამ ინფორმაციის შემდეგ ხალხმა სახლების დატოვება დაიწყო, მაგისტრალზე საცობი შეიქმნა. ვითარება 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

Syri.net-მა განაცხადა, რომ მათი ჟურნალისტის დაკავება თავისუფალი მედიის დახურვის მცდელობას უკავშირდება, გაცხადებული მიზეზი კი უბრალოდ საბაბია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები