რაულ ხაჯიმბას ე.წ. ინაუგურაცია 9 ოქტომბერს გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად არჩეული რაულ ხაჯიმბას ე.წ. ინაუგურაცია 9 ოქტომბერს გაიმართება.
ე.წ. არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს ჩატარდა.
ხაჯიმბამ ხმების 47,39% მოიპოვა, თუმცა ოპოზიცია შედეგს არ აღიარებს და განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნას ითხოვს.
20 სექტემბერს აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ხაჯიმბას მეტოქის ალხას კვიწინიას სარჩელი არ დააკმაყოფილა და მეორე ტურის შედეგი ძალაში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები